суббота, 2 марта 2019 г.

წრე ,,ჯანსაღი ცხოვრება"

        საწრეო მუშაობის მიზანი 


1) მოსწავლეების ჩართვა ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით მათი ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა
2) სხვადასხვა თამაშების წესების შესწავლა
3) აქტიური ვარჯიშით მოტორული უნარ-ჩვევების განვითარება
4) გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება
5) ცხოვრების ჯანსაღი წესის შესწავლა და ცხოვრება
6) მოგება-წაგების ადექვატურად აღქმა
7)თამაშის დროს ტრამვების პროფილაქტიკა და პირველადი დახმარების გაწევა
8) მოსწავლის შემოქმედებითი  უნარების   ხელშეწყობა და განვითარება
9) მოსწავლეებმა შეძლონ საკუთარი აზრის დემონსტრირება და მისი დაცვა, აუდიტორიასთან ურთიერთობა.
10) მოსწავლეებმა შეძლონ კვლევა.
  აქტიურად იყვნენ  ჩართულნი  სხვადასხვა პროექტებსა და  აქტივობებში.
     




                                                      აქტივობები



11.02.19წ.  შეიკრიბნენ წრეზე დარეგისტრირებული მოსწავლეები. გავაცანი  წრის  სამუშაო  გეგმა და განრიგი. მოკლედ ვისაუბრე  იმ საკითხებზე, რის  გაკეთებასაც  ვაპირებდი  სემესტრის განმავლობაში. დაფაზე  ჩამოვწერეთ  მათთვის საინტერესო საკითხები და გავითვალისწინეთ წრის მუშაობის პროგრამაში. 
ამავე დღეს განვიხილეთ და მოსწავლეებმა დაგეგმეს ახლო მდებარე ტერიტორიაზე გასეირნება.

13.02.19წ.    წრის წევრებმა მოაწყეს ლაშქრობა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ტყეში. აქტივობას შემოუერთდა ბიოლოგიის მასწავლებელი. მოსწავლეები აკვირდებოდნენ სხვადასხვა ეკოსისტემებს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს სირთულეების დაძლევაში. ამ აქტივობით მათ გაუღრმავდათ ცოდნა ბუნებისმცოდნეობაში, განუვითარდათ საკუთარი და გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები. დღემ ხალისიანად ჩაიარა. 








26.02 2019წ. წრის წევრები შეიკრიბნენ და შეავსეს კითხვარი,,ჩემი დღის რეჟიმი”. ამ აქტივობის მიზანი იყო კვლევის ჩატარება, თუ რამდენად შეცვლის ჩვენს დღის რეჟიმს წრის მუშაობა სასაწავლო წლის ბოლოს. ამ აქტივობით მათ განუვითარდათ დაკვირვების და კვლევის უნარ-ჩვევები.






05.03.2019წ. წრის წევრები შეიკრიბნენ წინასწარ დათქმულ დროს. თამაშის წინ შევასრულეთ მარტივი ვარჯიშები, რომელიც აუცილებელია ჯანმრთელობისა და მოთელვისათვის. შეისწავლეს სამწყობრო ნაბიჯი და პირველი-მეორეზე გათვლა. წევრების გარდა ვარჯიშში მონაწილეობა სკოლის სხვა მოსწავლეებმაც მიიღეს. ამ აქტივობით განუვითარდათ ფიზიკური აქტივობა, მარტივი ვარჯიშის უნარ-ჩვევები, მწყობრი სიარული, გუნდური თამაშის,უსაფრთხოების დაცვის  უნარ-ჩვევები.





        23.04.2019წ.      სპორტული ფესტივალი


    სპორტულმა წრემ ,,ჯანსაღი გარემო” მონაწილეობა მიიღო ფესტივალში. წრის წევრები, სკოლის სხვა მოსწავლეებთან ერთად, აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ სხვადასხვა სახის სპორტულ თამაშებში.

    აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა სახის მარტივი მოტორული უნარების გამომუშავება; ჯგუფური თამაშის წესების დაცვა; მოგება-წაგების გააზრება; საკუთარი და სხვისი უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.



Добавьте подпись



https://www.facebook.com/photo.php?fbid=2326342297607168&set=pcb.2326347880939943&type=3&theater
24.05.2019წ. ლაშქრობა ბაზალეთია ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე






https://www.facebook.com/photo.php?fbid=2350472738527457&set=pcb.2350476358527095&type=3&theater


Комментариев нет:

Отправить комментарий

სხდომის ოქმები

რესურსის რეფლექსია

https://docs.google.com/document/d/1Lq2CUpyHKS2afYSI5LDDEV4lk2KJJ3XV_AEH0IDoULk/edit https://docs.google.com/document/d/15zEUhjogo0SwqpeUu...